„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ, პრესკონფერენციაზე წარადგინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების სია, ვინც, მისი თქმით, მერიის კეთილმოწყობის აიპიში არიან დასაქმებულები. წითლიძე აცხადებს, რომ ეს ადამიანები ზეწოლას ახდენენ ამომრჩევლებზე, იღებენ ხელფასს და სხვადასხვა აიპიში მათი ოჯახის წევრებიც არიან დასაქმებულები. წითლიძე ამბობს, რომ საკრებულოს წევრების დასაქმება აიპიში არის სისხლის სამართლის დანაშაული და ის დღეს ამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით მიმართავს პროკურატურას.