ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე გადასატანი ყუთის სიებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების არსებობაზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ანი წითლიძე აცხადებს, რომ მათ ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ და არ უნდა იყვნენ გადასატანი ყუთის სიაში. მისივე მტკიცებით საუბნო კომისიებში გადასატანი ყუთების სიებში ჩაწერაზე უარი უთხრეს ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს. საკითხზე განცხადება ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე შევიდა. კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ინფორმაციით, გადასატანი ყუთების სიების ფორმირება 28 ოქტომბერს სრულდება. სიებს საუბნო საარჩევნო კომისიები ეტაპობრივად ამოწმებენ და საბოლოო დასკვნას საოლქო კომისია გააკეთებს.