„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

ქალაქ ფოთში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ოპოზიციის მტკიცებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელ წევრებად აირჩიეს პირები, რომელთა უმრავლესობა საბიუჯეტო ორგანიზაციებშია დასაქმებული. ოპოზიცია საარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებზეც საუბრობს.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში.