„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება 

ხელისუფლებას საარჩევნოდ სკოლების თანამშრომლების გამოყენებაში ადანაშაულებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“. საკითხზე სპეციალური ბრიფინგი ზაალ უდუმაშვილმა გამართა. მისი განცხადებით  ხშირია მასწავლებლებზე მუქარისა და შანტაჟის შემთხვევები. უდუმაშვილმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაულიც მიულოცა და გამარჯვების შემთხვევაში მათი ანაზღაურების გაზრდაზე ისაუბრა.