უშიშროების სამსახურმა ქვეყანაში უნდა დაიცვას უსაფრთხოება, კანონის ფარგლებში მოუსმინოს მას, ვინც მოსასმენია, მათ შორის დიპლომატებსაც, თუ ასეა საჭირო, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ე. წ. ფარული მიყურადების ფაილების საკითხს. კალაძის თქმით, უნდა დაველოდოთ გამოძიებას და ამის მიხედვით შესაძლებელი იქნება განმარტებებისა და კომენტარის გაკეთება.
კახა კალაძის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ „ნაციონალურ მძრაობაში“. ნიკა ობოლაძის თქმით, კალაძემ შეითავსა სუს-ის ხელმძღვანელის ფუნქციები, ლილუაშვილი კი ამ დრომდე ჩანაწერებზე პასუხისმგებლობას არ იღებს და არ თვლის საჭიროდ, საზოგადოების წინაშე გააკეთოს განმარტებები.