„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას დადებითად აფასებს ოპოზიცია. თუმცა, ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ არ მოაწერეს მათ ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას, რომლის შედეგად პარტიამ, ოპოზიციისათვის გაწერილი შეთავაზებებით თავადაც ისარგებლებდა. უმრავლესობაში თვლიან, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი რეალური მიზანი – იყოს დესტრუქციული, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა. შეგახსენებთ, გუშინ, 31 მაისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელს არ მოაწერს, ვერ ისარგებლებს იმ პრივილეგიით, რომელსაც დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს. მმართველი გუნდის მსგავსად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კრიტიკა ოპოზიციისგანაც დაიმსახურა. მათ მიაჩნიათ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ და პარტია აქტიურად ჩაერთოს საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესში. ასევე, ამნისტიის და მართლმსაჯულების რეფორმებზე მსჯელობაში. „ქართულ ოცნებაში“ კი, „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ ქმედებებს უსვამენ ხაზს.
კრიტიკის ადრესატებმა ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს.
მოამბე