შვიდთვიანი ბოიკოტი დასრულებულია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. რა შეიცვალა პარტიისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე და როდის დაიწყებენ საკანონმდებლო საქმიანობას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები მნიშვნელოვანია, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, რადგან მათთვის დოკუმენტში ამნისტიის შესახებ ჩანაწერი მიუღებელია. პარლამეტში შესვლის გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუშინ მიიღეს.