„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომა საკრებულოში მეხუთედ ჩაიშალა

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის მეხუთედ ჩაშლილი სხდომა საკრებულოში.

მერიის სატრანსპორტო და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელები, რომელთაც ოპოზიციური პარტია ელოდა, საკრებულოში არ გამოცხადდნენ.

ნაციონალურ მოძრაობას შეკითხვები ჰქონდა პარკირებასთან დაკავშირებით. რას აპირებს მერია სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, გაძვირდება თუ არა პარკირების საფასური, ვინ გადაიხდის ჯარიმას იმ შემთხვევაში, თუ მერია კომპანიასთან სასამართლო დავას წააგებს.

პარტიაში ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმით მერია უხეშად არღვევს კანონს და საკრებულოს რეგლამენტს.