დაბრუნდებიან თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძველი სახეები, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციას არცერთი მათგანი არ ადასტურებს. აღნიშნულს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება. უგულავას განცხადებით, ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2021 წელს დაბრუნდა. მისივე თქმით, პარტიის მართვაში ჩართვა მის გეგმებში არ შედის. ასევე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ გოგა გაბაშვილი და ლევან თარხნიშვილიც. აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. მათი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი სახეების პარტიაში დაბრუნება წმინდა პოლიტიკურ მიზნებს არ ემსახურება, და მათი მიზანი პირადი გამორჩენაა.