„ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებული აქცია

„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალინდელი აქციისთვის ემზადება. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს „რუსთაველის მეტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობა 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მიიწვიეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, აღნიშნული აქცია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მოქალაქეებმა საკუთარი დასავლური არჩევანი კიდევ ერთხელ დააფიქსირონ. ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდებიან პარტიის ის წევრები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერებად და გუნდის წევრებად მოიაზრებიან. ისინი რუსთაველზე მისვლას მხოლოდ 9 აპრილს დაღუპული მოქალაქეებისთვის პატივის მისაგებად გეგმავენ.