„ნაციონალური მოძრაობა“ თანაპარტიელების დაკავებას ეხმაურება.
ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ფაქტი სანდრა რულოვსისთვის საბოტაჟის მოწყობის მცდელობაა. ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ წარადგინა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც მისი თქმით, ჩანს როგორ უთვალთვალებდნენ სანდრა რულოვსს ზუგდიდის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები. წითლიძემ ასევე გამოაქვეყნა სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მიმოწერა, სადაც მისი თქმით, საუბარია იმაზე, თუ როგორ გეგმავენ ისინი ამომრჩეველთან შეხვედრაზე ხელის შეშლას.