„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას არ ესწრება. მიმდინარე პროცესს ისინი თვალს ადევნებენ საკუთარი ფრაქციის ოთახიდან. მათი თქმით, არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ იმპიჩმენტის პროცედურაში, ამის დასამტკიცებლად კი თან აქვთ სარეგისტრაციო ბარათები. 20-დან ადგილზეა ყველა სარეგისტრაციო ბარათი გარდა ერთისა, რომელიც გუბაზ სანიკიძეს ეკუთვნის. როგორც ფრაქციაში განაცხადეს, სანიკიძე პარლამენტში არ იმყოფება, სარეგისტრაციო ბარათი კი მას თან აქვს. სხდომა დატოვა და სადეპუტატო ბარათი დარბაზიდან გამოიტანა ნიკა მაჭუტაძემაც.