„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ქუთაისის საკრებულოში ბოიკოტს აცხადებენ და ამბობენ, რომ სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან სანამ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ არ გადაიყვანენ. ოპოზიციური პარტიის წევრები ქუთაისის საკრებულოდან მიმართავენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს ექს-პრეზიდენტი.