„ნაციონალური მოძრაობის“ აქციები - შეფასებები

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციები პარტიაში კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზია. შიდა არჩევნებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, პარტიაში პროტესტის არსებული ფორმა იწვევს ნიკა მელიას მომხრეების უკმაყოფილებას. შეუთანხმებელ თემად რჩება საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის გაგრძელების საკითხიც.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ აქციებით ვერაფერს მიაღწევს. მმართველ გუნდში კი „ნაციონალური მოძრაობის“ კრიზისზე მიუთითებენ.