„თავისუფლება მიშას“ – ასეთი მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა სამტრედიაში. მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ლიდერები და წევრები შეიკრიბნენ. პარტიის ლიდერები ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. მსგავსი აქცია გუშინ ზესტაფონში გაიმართა.