„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია თბილისში 

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა ხელმძღვანელობამ, რომელმაც ბრძოლის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა გამოაცხადა, დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზაცია გამოაცხადა და აქცია გამართა. შეკრებილებმა სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვეს. ითქვა ისიც, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.