მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს გორში.
აქციის მონაწილეები პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა პროპორციული წესით 2020 წლის არჩევნების ჩატარებას. აქციის მონაწილეები გორის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან შეხვედრას ითხოვენ და საკრებულოში შესვლას ცდილობენ. შენობაში შესვლის უფლებას მათ დაცვის პოლიცია არ აძლევს.