„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფოთში აქცია გამართეს. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა არსებული სოციალური პრობლემები გააპროტესტეს. შეკრებილებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.