„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია ამჯერად „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისთან გამართა. პარტიის წევრებმა, პენსიონერებთან ერთად, მოითხოვეს საპენსიო სესხების განულება, პენსიების გაზრდა და საპენსიო ასაკის დაწევა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პარტია ამ საკითხებს მოაგვარებს.