„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები ისანში კახი კახიშვილის ოფისთან შეიკრიბნენ და აქცია-პერფორმანსი გამართეს.
მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატიც შეუერთდა. ხატია დეკანოიძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიას სახელისუფლებო პარტია დაშინებითა და შანტაჟით ახორციელებს.