„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პოლიტსაბჭო

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის. ახალმა თავმჯდომარემ „მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი“ შექმნა, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება, პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელად კი ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს.

პარტიის ყრილობას არც ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და არც მისი მომხრეები დასწრებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ნაწილი ამბობს, რომ ახალარჩეულ თავმჯდომარეს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ მისი ქმედებები საქმეზე და შედეგზე იქნება ორიენტირებული.