საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ოფისი გაიხსნა.
ოფისი, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის გენერალურ მდივანთან, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესა და რეგიონული მიმართულების მდივანთან ერთად გახსნა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ოფისები სხვა სოფლებში გაიხსნება და ის ასევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბიც იქნება.