„ნაციონალური მოძრაობა“„ევროპულ საქართველოს“ კონსულტაციებს სთავაზობს
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგოს. ეს იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობას კიდევ სამი დეპუტატი დატოვებს. „ევროპული საქართველო“ საკანონმდებლო ორგანოში 20 დეპუტატით არის წარმოდგენილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის შენარჩუნების მიზნით „ევროპულ საქართველოს“ კონსულტაციებს სთავაზობს. რომან გოცირიძის შეფასებით, უმცირესობის სტატუსი პარლამენტში პოლიტიკურ ბერკეტს წარმოადგენს. გიგა ბოკერიას განცხადებით, უმცირესობის სტატუსი პარტიისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა „ევროპული საქართველო“ მზად არის კონსულტაციისთვის.