მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეგროვებული ხელმოწერები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს. ოპოზიციური პარტიის წევრებმა ორბელიანების სასახლეში მისვლამდე კამპანიის ფარგლებში რეგიონებიდან მსვლელობა მოაწყვეს.