საკვებ პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად გაზრდილია და ეს სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს,- „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი საქსტატის კვლევას ეხმაურება.
პურზე 10 პროცენტამდე ზრდა, რომელიც კვლევაში დაფიქსირდა, მელიქიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით დამღუპველია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისი ძირითადი საკვები პურია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ფასების ზრდაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს და მათ შეცვლას მოითხოვს.