ნინო კალანდაძე, ზაზა ბიბილაშვილი და მარიამ გერსამია პარტიის წევრები ოფიციალურად აღარ არიან. პოლიტიკოსები საარჩევნო ციკლზე არიან მიბმულნი და საზოგადოების დაკვეთის შესრულებას ვერ ახერხებენ, – ეს არის არგუმენტი, რითიც ნინო კალანდაძე საკუთარ გადაწყვეტილებას ხსნის.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პარტიიდან სამი წევრის გასვლა არ უკავშირდება უთანხმოებას და ისინი სხვადასხვა პლატფორმაზე ერთი მიზნისთვის იბრძოლებენ.