„ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსტიტუციური ვალდებულების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს რვა მოქალაქის მხარდასაჭერი აქცია უწყებასთან გამართეს.

ნაციონალურმა მოძრაობამ  საგარეო საქმეთა სამინისტროს პარტიული მიმართვა გადასცა და საქართველოს მოქალაქეების დაცვა მოსთხოვა.