„ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.

პარტიის წევრები თავისუფალი სამყაროს ლიდერებს მოუწოდებენ, ღიად გამოხატონ თავიანთი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც პოროშენკოს პროკურატურამ სააკაშვილის დაპატიმრების მიზეზად დაასახელა, კრიტიკას ვერ უძლებს და პოლიტიკური ოპონენტის დევნისთვისაა შეთხზული, – ვკითხულობთ პარტიის მიმართვაში. სწორედ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ხელმოწერების შეგროვებასაც იწყებს.