„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებასა და სალომე ზურაბიშვილისთვის გადაცემას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებას სკეპტიკურად აფასებს. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და არა პოლიტპატიმარი. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც დაავალებენ.