“ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს და 22 დეკემბრიდან მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს არ დაესწრება. ახალი რეგლამენტის მიხედვით, პოლიტიკური შეხედულებების გამო სხდომების გაცდენა საპატიო მიზეზია და ამ შეთხვევაში დეპუტატებს კუთვნილი ხელფასი არ დაექვითებათ.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესია გუშინ დაიხურა. დეპუტატები ახლა რიგგარეშე სხდომების ფარგლებში განაგრძობენ მუშაობას. რა ხდება ამ წუთისათვის პარლამენტში და რა არგუმენტებით არ აპირებს რიგგარეშე სხდომებზე დასწრებას “ნაციონალური მოძრაობა”, თეონა მანაგაძე მუშაობს ქუთაისში.