„ნაციონალური მოძრაობა“ ოზურგეთის გამგეობის წინ აქციის გასამართად ემზადება
ხალხმრავლობაა ოზურგეთის გამგეობის წინ.
საკრებულოს წევრის, ბესო ქათამაძის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქციის მოსაწყობად ემზადებიან. ისინი ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებენ და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.