„ნაციონალური მოძრაობა“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. როგორც დღეს სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, შეგროვებულ ხელმოწერებს პირველ მარტს სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ. მისივე თქმით, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის და მოსახლეობას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.