ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ საოლქო-საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედეგებს ასაჩივრებს. შესაბამისი წინადადებით მათ ცესკო-ს უკვე მიმართეს. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ასეთ შემთხვევაში ისინი სამართლებრივი დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავენ.