„ნაციონალური მოძრაობა“ დიმიტრი ქუმსიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს
ნაციონალური მოძრაობა დიმიტრი ქუმსიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია პირველის შესახებ ისაუბრა. დეკანოიძის განცხადებით, ტელეკომპანია პირველის მფლობელზე სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა ხორციელდება და პროცესში ჩართულები არიან ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე ჯეჯელავა და ქუმსიშვილი კომენტარს არ აკეთებენ.