„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მოუწოდებს, საუბნო საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელი 6-კაციანი ჯგუფები მიუკერძოებელი ნიშნით დააკომპლექტოს. განცხადება დავით კირთაძემ გააკეთა. არჩევა 30 აგვისტოს დაიწყება და პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს არ უპასუხეს.