„ნაციონალური მოძრაობა“ აქციისთვის ემზადება. შეკრებილები ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან კიდევ ერთხელ მოითხოვენ. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელ აქციას არ უერთდებიან: პარტია „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „ლელო“. თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ, არ შეუერთდნენ დღევანდელ აქციას, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს. განმეორებით კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს კოალიციური მმართველობის პერსპექტივასა და უპირატესობებზე უსაუბრეს. კომენტარი გაკეთდა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზეც.