ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში სამოქმედო სტრატეგიის გარშემო პოზიციები გაიყო.
გუნდში მომხდარი საკადრო ცვლილებების და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფიათი შეცვლის შემდეგ, პარტიის ლიდერები ახლა მთავარ ამოცანად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აცხადებენ, ამ მიზნების მიღწევის გზა კი მასობრივი აქციების დაწყებაზე და უწყვეტ პროტესტზე გადის. ჩნდება კითხვა – უკავშირდება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გუშინ მომხდარი ცვლილებები ყოფილი პრეზიდენტისგან მიღებულ ახალ დავალებას.
ფაქტია, რომ გუნდში სამოქმედო ტაქტიკაზე აზრთა სხვადასხვაობაა – პარტიის ზოგიერთი წევრი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის და აქტიური საკანონმდებლო საქმიანობის დაწყების მომხრეა, სხვა შემთხვევაში კი გუნდს პარლამენტის საერთოდ დატოვებისკენ და შესაბამისი პასუხისმგებლობის გააზრებისკენ მოუწოდებს. რომან გოცირიძის ამ პოზიციას დღეს პარტიიდან მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ.