ნიკა მელიას მომხრეებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. პარტიიდან რაიონული ორგანიზაციების 300-მდე წევრი წავიდა. ამის შესახებ მათ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. პარტიის უკვე ყოფილი წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ მენეჯმენტს უპირისპირდებიან და ამბობენ, რომ ხაბეიშვილმა და მისმა გუნდმა არაფორმალური მმართველობით „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა ღირებულება დაუკარგა. მათვე ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილსაც მიმართეს და თქვეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის თანამებრძოლებად დარჩებიან.