ევროკომისიის პროექტის ფარგლებში, მოეწყო სპორტული სოფელი, სადაც წარმოდგენილი იყო სახალისო და გასართობი სპორტული აქტივობები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. სპორტული კვირეულის ორგანიზატორი სხვადასხვა სპორტულ ფედერაციასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ არის. კვირეული ზედიზედ მეხუთედ იმართება.