დაიწყო მზადება ზამთრის ტურისტული სეზონისთვის.
გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში ინფრასტრუქტურას აწყობენ. სამთო კურორტებზე უკვე თოვლია. ამიტომ, შარშანდელისგან გასხვავებით, წელს სეზონის გახსნას დეკემბრის შუა რიცხვებში ვარაუდობენ. ამ ეტაპზე ტრასების მოწესრიგება მიმდინარეობს. მოსამზადებელი სამუშაოების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია, რადგან წელს ზამთრის კურორტები სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლებენ.