9 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნება.
23-ე ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში 4 ქართველი ოლიმპიელი იასპარეზებს. ოლიმპიურ თამაშებს სამხრეთ კორეა მასპინძლობს, სადაც ზამთრის სახეობებში ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
პიონგ-ჩანგიდან პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ.
ადგილზე ასევე ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშობს. პიონგ-ჩანგიდან დეტალებით ლევან ღუდუშაური საუბრობს.