ხვალ წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა იწყება.
9 თებერვლიდან 25 თებერვლამდე სამხრეთ კორეა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება. ქალაქ პიონჩანგში ზამთრის ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს. გახსნის საზეიმო ცერემონია ხვალ, თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული გავლენიანი პოლიტიკური ლიდერები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ზამთრის სპორტის სახეობების გამორჩეული წარმომადგენლები დაესწრებიან.
საქართველო ოლიმპიადაზე სპორტის სამ სახეობაში ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. გახსნამდე ერთი დღით ადრე, ოლიმპიურ სოფელში მონაწილე ქვეყნების დროშები აღმართეს.