საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. ღამისთევის მსახურება სამების ეკლესიაში, საღამოს 11 საათზე დაიწყება. ელოდებიან პატრიარქსაც. განსაკუთრებული მოლოდინია ილია მეორის ეპისტოლეს მიმართ. ხვალ, 14 საათიდან ალილოს მსვლელობა დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, განსხვავებულ სახით. შეგროვებულ სურსათს ალილოს საორგანიზაციო ჯგუფი ბავშვთა სახლებსა და მოხუცებს დაურიგებს.