„ნაციონალური მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის მზადება გრძელდება. თავმჯდომარეობისთვის ამ დროის მონაცემებით, ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობის მსურველთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. პარტიაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ როგორც ოპოზიციურ სპექტრში ასევე მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ყოფილი სახელისუფლებო პარტია, სერიოზული ოლიგარქიული გავლენების ქვეშ არის“. ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ შიდაპარტიული არჩევნები გუნდის ერთიანობას არ დააზიანებს.