მზადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის.
ღონისძიებისთვის თელავი, კონკრეტულად კი, ერეკლე მეორის ციხესიმაგრის ტერიტორიაა შერჩეული.
მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე, სავარაუდოდ, დღეიდან დაიწყება. ინაუგურაციის კონცეფციასა და მოწყობაზე ბასა და თამარ ფოცხიშვილები და ნიკოლოზ შველიძე იმუშავებენ.
ოფიციალური ნაწილის შემდეგ მიღება პრეზიდენტის სახელით, სავარაუდოდ, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შედგება.