ერთ კვირაში გახდება ცნობილი, იყრის თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად კენჭს.
საარჩევნო კამპანიაში დამოუკიდებელი დეპუტატის შესაძლო ჩართვის ეჭვს დღეს გავრცელებული ინფორმაციაც ამყარებს, რომლის მიხედვით ორმაგი მოქალაქეობის მქონე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობის თხოვნით უკვე მიმართა საფრანგეთის საელჩოს.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკურ გეგმებზე საუბარს ამ ეტაპზე ისევ დუმილს ამჯობინებს. არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე საბოლოო გადაწყვეტილება არც მმართველ გუნდს მიუღია.