მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვე რჩება.
მასშტაბური საჭადრაკო ღონისძიების მასპინძელი ქალაქი, 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი იქნება. დღეს აჭარას ოლიმპიადის მასპინძლობისთვის გაწეული სამუშაოების შესაფასებლად ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ესტუმრნენ.