პირველი მარტიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები. მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრა გამართა დუშეთის, მცხეთის, ახალგორის, თიანეთისა და ყაზბეგის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებთან, მერებთან და ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან.
აღინიშნა, რომ სწავლის პერიოდში რეგულაციების მკაცრად გაკონტროლება მოხდება, რომ ბაღებში ვირუსის გავრცელება არ მოხდეს. რეგიონის მასშტაბით, ბაღის თანამშრომლების ტესტირება რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებული, მონიტორინგის მიზნით, საბავშვო ბაღებში ვითარების შესწავლას ადგილზე გეგმავს.