პოლიტიკური პარტია „პროგრესული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. პარტიაში განმარტავენ, რომ მათი მთავარი მიზანი ნეპოტიზმის აღმოფხვრაა. ამასთან, პარტიის თავჯდომარე მიიჩნევს, რომ ქვეყანა ევროზონის წევრი უნდა გახდეს და, შესაბამისად, ეროვნული ვალუტა არა ლარი, არამედ ევრო უნდა იყოს. მისივე თქმით, აუცილებელია საჯარო ფინანსებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო აქტივების განკერძოება.