ღვინის სამშობლოში რთველი 2023-ისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.
ყურძნის კრეფა ტრადიციულად კახეთიდან, კონკრეტულად კი დედოფლისწყაროდან დაიწყება. უკვე 24 აგვისტოდან თელავში გაიხსნება სპეციალური შტაბი, რომელიც რთველს კოორდინაციას გაუწევს. უკვე ცნობილია ისიც, რომ მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც გეგმავს. ამისთვის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარია გამოყოფილი და პროგრამით 25 ათასამდე მევენახე ისარგებლებს. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს შედარებით მცირე 200 ათასი ტონაა.